მთავარისაზოგადოებათბილისში CO-თი მოწამლის შემთხვევა - “თბილისი ენერჯი” მოსახლეობას უსაფრთხოებისკენ მოუწოდებს

თბილისში CO-თი მოწამლის შემთხვევა – “თბილისი ენერჯი” მოსახლეობას უსაფრთხოებისკენ მოუწოდებს

თბილისში 3 ადამიანი CO- თი მოიწამლა, – ინფორმაციას ამის შესახებ „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.

შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.

„თბილისში ღია წვის კამერიანი წყლის გამაცხელებლით (ე.წ კალონკით) 3 ადამიანი CO (ცეოთი) მოიწამლა. საბედნიეროდ, ეს სამი ადამიანი გადარჩა. თუმცა, 2024 წელს მკვლელ დანადგარებს 5 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

ადამიანები ჩვენს ირგვლივ ჯერ კიდევ სარგებლობენ მკვლელი გაზის დანადგარებით. 

არ გარისკოთ, CO კლავს!“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

პოპულარული სიახლეები