მთავარისამართალინინოშვილის ქუჩაზე პოლიციელებს ავტომობილით შეეჯახნენ - დაკავებულია ორი პირი

ნინოშვილის ქუჩაზე პოლიციელებს ავტომობილით შეეჯახნენ – დაკავებულია ორი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნინოშვილის ქუჩაზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ორი პირი დააკავა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, დაკავებისას ახალგაზრდა კაცები სამართალდამცველების მოთხოვნას არ დაემორჩილნენ. გაგცევის მცელობისას ისინი ავტომობილით პოლიციელებს შეეჯახნენ, რის შედეგათაც სამართალდამცველებმა გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ნინოშვილის ქუჩაზე საგამოძიებო მოქმედებას ატარებდნენ, რა დროსაც ორი მოქალაქე, არ დაემორჩილა სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებს. მათ საგამოძიებო მოქმედების თავიდან არიდების მიზნით სცადეს გაქცევა, პოლიციის 2 თანამშრომელს ავტომობილით შეეჯახნენ და მიაყენეს დაზიანებები. რა დროსაც პოლიციამ განახორციელა გამაფრთხილებელი გასროლა“

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

პოპულარული სიახლეები