თბილისში, მეტეხის ხიდთან, მტკვარში ჩავარდნილი ავტომობილი იპოვეს. ამ დროისთვის ავტომობილის ამოყვანის სამუშაოები სპეციალური ტექნიკის გამოყენებით მიმდინარეობს.
მყვინთავები მის პოვნას საათზე მეტხანს ცდილობდნენ. ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ავტომობილში ან არის თუ არა მსხვერპლი.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.