აშშ-ში, FedEx-ის სატვირთო თვითმფრინავის ძრავას აფრენისას ცეცხლი გაუჩნდა. მედია, ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, წერს, რომ მიზეზი ფრინველების გუნდია, რომელიც ძრავაში შეფრინდა.
FedEx-ის კუთვნილმა სატვირთო თვითფრინავმა, Boeing-767-მა, იძულებითი დაშვება განახორციელა ნიუარკის საერთაშორისო აეროპორტში. ინციდენტი მას შემდეგ მოხდა , როცა აფრენიდან მალევე ფრინველთა გუნფდის შეჯახებამ ერთ-ერთ ძრავში ცეცხლის გაჩენა გამოიწვია.
შემთხვევა ადგილობრივი დროით დილის 8 საათხე მოხდა, როდესაც სატვირთო თვითფრინავი , ინდიანაპოლისის მიმართულებით გაფრინდა.
აშშ-ის ფედერალური ავიაციის ადმინისტრაციამ (FAA) დაადასტურა, რომ თვითფრინავმა უსაფრთხოდ მოახერხა აეროპორტში დაშვება და ეკიპაჟის არცერთი წევრი არ დაშავებულა.
საავიაციო უწყებამ გამოძიება დაიწყო.