საბერძნეთში , ეგეოსის ზღვაში ბოლო კვირების განმავლობაში მიმდინარე სეისმური აქტივობის გამო, რეგიონში არსებულ 4 კუნძულზე მდებარე სკოლებში, სასწავლო პროცესი კიდევ ერთი კვირის განმავლობაში შეჩერებული იქნება. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ეგეოსის ზღვის კუნძულებზე – სანტორინი, იამურგი, ნიიოზი და ანათია, სკოლები მომდევნო კვირის განმავლობაშიც დაკეტილი იქნება.
მისი განმარტებით, გადაწყვეტილების მიზეზი კუნძულების მახლობლად, ეგეოსის ზღვაში სეისმური აქტივობაა, რომელიც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში არ წყდება.
ამ 4 კუნძულზე, სადაც სეისმური აქტივობის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, სასწავლო პროცესი უკვე 2 კვირაა შეჩერებულია.