ორთაჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა.
არსებული ინფორმაციით, აფეთქება, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვამ გამოიწვია.
როგორც “Newsplus.Ge” -ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მომხდარის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი. ოთხი დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი.
აფეთქება, სავარაუდოდ, შენობის მეოთხე სართულზე მოხდა. აფეთქების შედეგად საცხოვრებელი კორპუსის ფასადი და კედლები ჩამოინგრა.
ადგილობრივების ინფორმაციით , კორპუსში დევნილები ცხოვრობენ.
კორპუსში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილი ამ დროისთვის დროებით საცხოვრებელში გადაჰყავთ.
