გალის რაიონის სოფელ საბერიოში გაჩენილ ხანძარს ხუთი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათგან ყველაზე უფროსი შვიდი წლისაა, უმცროსი კი რამდენიმე თვის.
არსებული ინფორმაციით, ბავშვების მშობლები ზუგდიდში სამედიცინო დაწესებულებაში წავიდნენ, შვილები კი ბებიას დაუტოვეს.
56 წლის ქალი ხანძარს გადაურჩა. ოჯახის ახლობლები ყვებიან, რომ ხანძარი შეშის ღუმელის დანთებისასგაჩნდა. როგორც ირკვევა სახლი ხის იყო და ცეცხლი სწრაფად გავრცელდა.