თბილისის მეტროში, სადაც ახალგაზრდა კაცი დაიღუპა , სამართალდამცველებმა ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით , ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
შემთხვევა თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე, დღეს, საღამოს მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტში“,მგზავრს ხელი ჰკრეს, რომელიც ლიანდაგში ჩავარდა. ის ადგილზე დაიღუპა.