“Newsplus.ge” კატეგორიულად გმობს „ტვ.პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმას.
მედიის წარმომადგენლებზე ძალადობა და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია.
სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს კოლეგებს. მოვუწოდებთ შესაბამის უწყებებს დროულად გამოიძიონ მომხდარი დანაშაული და დამნაშავეები კანონის შესაბამისად დაისაჯონ.