Free Porn
xbporn
https://www.bangspankxxx.com
voguerre
southampton escorts
მთავარიმსოფლიოP Diddy-ს ბრალად ედება 9 წლის ბიჭზე სექსუალური ძალადობა - ამის შესახებ...

P Diddy-ს ბრალად ედება 9 წლის ბიჭზე სექსუალური ძალადობა – ამის შესახებ გამართულ პრესკონფერენციაზე მსხვერპლების მთავარმა ადვოკატმა ტონი ბაზბიმ და მისმა გუნდმა განაცხადეს

P Diddy-ს ბრალად ედება 9 წლის ბიჭზე სექსუალური ძალადობა – ამის შესახებ გამართულ პრესკონფერენციაზე მსხვერპლების მთავარმა ადვოკატმა ტონი ბაზბიმ და მისმა გუნდმა განაცხადეს. ადვოკატის თქმით, ამ ეტაპზე, P Diddy-ს წინააღმდეგ, აშშ-ის მასშტაბით შესულ 3 800-მდე სარჩელს ამოწმებენ.

ბაზბი აპირებს თავად შეამოწმოს ყველა სამოქალაქო სარჩელი, ვიდრე ისინი გამოძიებას გადაეცემა, სარჩელებში კი შონ კომბს, იგივე  P Diddy-ს შემდეგ საქმეებზე ადანაშაულებენ: სექსუალური თავდასხმა და გაუპატიურება, სექსუალური შევიწროვება, კონტროლირებადი ნივთიერებით სექსუალური იძულება, პროსტიტუციაში ჩათრევა, ვიდეოჩანაწერების გავრცელება და არასრულწლოვნების მიმართ სექსუალური ძალადობა.

ადვოკატის თქმით, ამ დროისთვის გადამოწმებულია 120 სარჩელი და ისინი ოფიციალურად მიღებულად ითვლება. ტონი ბაზბის ინფორმაციითვე, მიღებული საჩივრების ნახევარი მამაკაცებისგან, მეორე ნახევარი კი ქალებისგან არის შემოსული. მოსარჩელეების 62%  საკუთარ თავს აფროამერიკელებად, 30% კი თეთრკანიანებად აიდენტიფიცირებს. 120-დან 25 კლიენტმა განაცხადა, რომ დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის მომენტში, ისინი არასრულწლოვნები იყვნენ.

სავარაუდო დანაშაულებრივი თავდასხმები, ბოლო 25 წლის განმავლობაშია ჩადენილი. მსხვერპლთა ადვოკატის თქმით, მათი უმრავლესობა 2015 წლიდან ჩაიდინეს.

ტონი ბაზბის თქმითვე, ადვოკატებმა კლიენტებისგან მიიღეს ნივთმტკიცებები ფოტო და ვიდეო-მასალებისა და ტექსტის სახით, რომლებიც საჩივრების შინაარსს ამტკიცებს.

ადვოკატმა გამართულ ბრიფინგზე ასევე განაცხადა, რომ მის ოფისში 3 200-მდე ზარია შესული P Diddy-ის სავარაუდო მსხვერპლებისგან. მათი გუნდი საჩივრების გადმოწმებით არის დაკავებული. ასევე, მათთან ერთად მუშაობს ყოფილი დეტექტივი ჰიუსტონის პოლიციიდან, განსაკუთრებულად მძიმე ვითარებებში ჩადენილი დანაშაულობების მიმართულებით.

“დანაშაულობების უმეტესობა ჩადენილი იყო წვეულებებზე ან წვეულებების შემდეგ, ახალი ალბომის პრემიერების წვეულებებზე, ახალი წლის წვეულებებზე და ასევე ე.წ. თეთრ წვეულებებზე,” – განაცხადა ტონი ბაზბიმ პრესკონფერენციაზე.

ადვოკატის თქმით, სავარაუდო მსხვერპლების უმეტეს რაოდენობაზე გადამწყვეტი როლი სწორედ ნარკოტიკული ნივთიერებების გამოყენებას ჰქონდა. მან ასევე დაასახელა ნივთიერების სახელწოდებაც და აღნიშნა, რომ ნივთიერებას ცხენების ტრანკვილიზაციისთვის იყენებენ.

 

 

წყარო: “პრაიმ ტაიმი”

პოპულარული სიახლეები