ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ირანი არ ისწრაფვის ომისკენ, ის უფრო ძლიერ ზომებს მიიღებს, თუ ისრაელი უპასუხებს ირანის სარაკეტო თავდასხმას.
პეზეშკიანმა ისრაელი დაადანაშაულა რეგიონში არასტაბილურობის გაღვივებაში და დაგმო ის, რასაც მან უწოდა ისრაელის მიერ ჩადენილი „ისტორიული დანაშაული“.
„ჩვენ სხვა გზა არ დაგვრჩა. პასუხი გავეცით [ისრაელის ქმედებებს]. თუ ისრაელს სურს რეაგირება, ჩვენ უფრო ძლიერად ვუპასუხებთ. ეს არის ის, რისთვისაც მზად არის ისლამური რესპუბლიკა“, – აღნიშნა ირანის პრეზიდენტმა.