კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია.
კესარია აბრამიძე თბილისში, დიდ დიღომში 18 სექტემბერს მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელი მისი მეგობარმა მამაკაცია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.