მერაბის წონა აწონვების ოფიციალური ცერემონიის დროს 134 ფუნტი (60.8კგ) იყო, ხოლო შონ ო’მალიმ 135 ფუნტი (61.2კგ) დააფიქსირა.
33 წლის დვალიშვილი ქამრისთვის ბრძოლამდე 10-მატჩიანი მოგებათა სერიით მივიდა. მან UFC-ის სამი ყოფილი ჩემპიონი – ჟოზე ალდო, პიტერ იანი და ჰენრი სეხუდო დაამარცხა. რაც შეეხება მის მეტოქეს, 29 წლის ამერიკელმა სუპერმსუბუქი წონის ქამარი 2023 წლის აგვისტოში მოიპოვა და მიმდინარე წლის მარტში წარმატებით დაიცვა.
დვალიშვილის ბრძოლა ქამრისთვის 15 სექტემბერს ლას ვეგასში, „სფეროს“ უნიკალურ არენაზე ჩატარდება.