იუსტიციის სახლის წინ არსებული საფეხმავლო ხიდის სადემონტაჟო სამუშაოების გამო, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოძრაობის შეზღუდვა იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე 20 აგვისტოს 00:00-დან 05:00 საათამდე იმოქმედებს. გზა ორივე მიმართულებით გადაიკეტება.