მთავარიპოლიტიკაირაკლი კობახიძე: 50 000-ლარიანი პრემია გადაეცემა ოლიმპიური გუნდის ყველა წევრს, რომელსაც მედალი...

ირაკლი კობახიძე: 50 000-ლარიანი პრემია გადაეცემა ოლიმპიური გუნდის ყველა წევრს, რომელსაც მედალი არ მოუგია, თუმცა წვლილი შეიტანა წარმატებაში

50 000-ლარიანი პრემია გადაეცემა გუნდის უკლებლივ ყველა წევრს, რომელსაც მედალი არ მოუგია ოლიმპიურ თამაშებზე, თუმცა თავისი წვლილი შეიტანა საერთო წარმატებაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში განაცხადა, სადაც ქართველი ოლიმპიელების დაჯილდოების ცერემონია მიმდინარეობს.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ასევე გაზრდილ პრემიებს მიიღებენ მწვრთნელები, სამედიცინო პერსონალი, სხვა პერსონალი.

„მინდა აღვნიშნო, რომ წვლილის დასაფასებლად 50 000-ლარიანი პრემია გადაეცემა გუნდის უკლებლივ ყველა წევრს, რომელსაც მედალი არ მოუგია ოლიმპიურ თამაშებზე, თუმცა თავისი წვლილი შეიტანა საერთო წარმატებაში. ასევე გაზრდილ პრემიებს მიიღებენ მწვრთნელები, სამედიცინო პერსონალი, სხვა პერსონალი, რომელიც წარმოდგენილი იყო ჩვენს გუნდში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პოპულარული სიახლეები