Free Porn
xbporn

მთავარიმსოფლიოსაბერძნეთში საქართველოს საელჩოს განცხადებით, ტყის ხანძართან დაკავშირებით, საქართველოს მოქალაქეების მხრიდან საელჩოს ცხელ...

საბერძნეთში საქართველოს საელჩოს განცხადებით, ტყის ხანძართან დაკავშირებით, საქართველოს მოქალაქეების მხრიდან საელჩოს ცხელ ხაზზე რაიმე შეტყობინება ამ დრომდე არ შესულა

ტყის ხანძართან დაკავშირებით, საქართველოს საელჩო საბერძნეთში საქართველოს მოქალაქეებისთვის განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„ძვირფასო თანამემამულეებო! ატიკის ტერიტორიაზე, კერძოდ ვარნავას, როდოპოლის, სტამატასა და ამიგდალეზაზე არსებულ ხანძართან დაკავშირებით გაცნობებთ შემდეგს: საელჩოს მუდმივი კომუნიკაცია აქვს საბერძნეთის კლიმატური კრიზისებისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების სამინისტროსთან.

ამასთან, როგორც მოგეხსენებათ, საელჩოში 24 საათის განმავლობაში ფუნქციონერებს ცხელი ხაზი ( +306952220000), რომელზეც ამ დრომდე არ შემოსულა რაიმე შეტყობინება საქართველოს მოქალაქეების მხრიდან.

საელჩოს ცხელი ხაზი განთავსებულია როგორც საელჩოს, ისე საკონსულოს ვებ-გვერდებზე. ამასთან, საჭიროების შემთხვევაში მოგიწოდებთ, დაემორჩილოთ საბერძნეთის შესაბამისი უწყებების მიერ გავრცელებულ მითითებებს, მათ შორის, გამოცხადების შემთხვევაში ევაკუაციის მოთხოვნებს.

აქვე მიგითითებთ შემდეგ ტელეფონის ნომრებს: საბერძნეთის პოლიცია – 100, სახანძრო სამსახური – 199, სასწრაფო დახმარება – 166.

საელჩო თავის მხრივ საჭიროებისამებრ მოგაწვდით განახლებულ ინფორმაციას!

შეგახსენებთ, რომ უწყვეტ რეჟიმში მოქმედებს საელჩოს ცხელი ხაზი +306952220000“, – ნათქვამია განცხადებაში.

პოპულარული სიახლეები