საბერძნეთში, დედაქალაქ ათენთან ახლოს ტყის ხანძარი მძვინვარებს, რის გამოც ხელისუფლებამ რამდენიმე სოფლისა და ქალაქის ათასობით მცხოვრების ევაკუაციის ბრძანება გასცა.
მედიის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაიწვა ხეები, სახლები და ავტომობილები და კვამლის ღრუბლებმა საბერძნეთის დედაქალაქს მიაღწია.
ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 400-ზე მეტი მეხანძრე, 16 სახანძრო თვითმფრინავით და 13 ვერტმფრენი იყო ჩართული. ცეცხლმა სოფელ ვარნავასს მიაღწია, რომელიც ათენის ჩრდილოეთით 35 კმ-ში მდებარეობს.
მედიის ინფორმაციით, საბერძნეთის ხელისუფლებამ ათენის მახლობლად მდებარე ისტორიული ქალაქის, მარათონის ევაკუაციის ბრძანება გასცა და ქალაქის 30 000-ზე მეტი მცხოვრები, ზღვისპირა ქალაქ ნეა მაკრისში გადაიყვანეს. არსებული მდგომარეობის გამო, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა შვებულება შეწყვიტა და დედაქალაქში დაბრუნდა.
მეხანძრეებმა ორმოცამდე კერიდან , 33-ის გაკონტროლება შეძლეს, თუმცა დარჩენილია კერები, რისი ლიკვიდაციაც ჯერჯერობით ვერ ხერხდება.