Free Porn
xbporn

მთავარიმსოფლიოჩემი საყვარელი ძმა დავკარგე, ხოლო მკვლელს შეუძლია ჩაეხუტოს თავის ოჯახს, ეს მტკივნეულია...

ჩემი საყვარელი ძმა დავკარგე, ხოლო მკვლელს შეუძლია ჩაეხუტოს თავის ოჯახს, ეს მტკივნეულია – ზელიმხან ხანგოშვილის ძმა

ახლა ჩემი ძმის მკვლელი თავისუფალია, დამცირებულად ვგრძნობთ თავს, – განაცხადა გერმანიაში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის ძმამ, ზურაბ ხანგოშვილმა გერმანულ გამოცემა Bild-თან ინტერვიუში.

„ახლა ჩემი ძმის მკვლელი თავისუფალია. თავს დამცირებულად ვგრძნობთ. ბავშვები ობლები დარჩნენ, მე დავკარგე ჩემი საყვარელი ძმა, ხოლო მკვლელს შეუძლია ჩაეხუტოს თავის ოჯახს. ეს მტკივნეულია“, – აღნიშნა ზურაბ ხანგოშვილმა.

„რაც შეეხება გაცვლას, რომ ეკითხათ ჩემთვის ან ჩვენთვის, დავთანხმდებოდი, თუნდაც მხოლოდ იმის გამო, გავიგებდი, რომ პუტინის ტყვეობიდან რამდენიმე პატიმარი თავისუფლდება“, – დასძინა მან.

მანამდე გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის გერმანიაში მსჯავრდებული ვადიმ კრასიკოვის რუსეთისთვის გადაცემა იოლი გადაწყვეტილება არ იყო.

პოპულარული სიახლეები