„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 ივლისს, 06:00-დან 07:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: საგურამო, არაშენდა, წინამძღვრიანთკარი, გალავანი და მიმდებარე სოფლებში;
11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში ღულელები, ტოლაანთსოფელი, წყაროთუბანი და მიმდებარე სოფლებში;
11:30-დან 18:30 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფელ გლდანში, მამკოდაში, ლელუბანსა და მიმდებარე სოფლებში. სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.