ტრაგედია მარნეულის მუნიციპალიტეტში – სოფელ სარალში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
დაიღუპა 2 ადამიანი, დაშავებულია ასევე 2 პირი.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ორი ადამიანის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.