Free Porn
xbporn
https://www.bangspankxxx.com
voguerre
southampton escorts
მთავარიმსოფლიოუკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი უკრაინაში მიიწვია

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი უკრაინაში მიიწვია

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი „რესპუბლიკური“ პარტიიდან დონალდ ტრამპი სატელეფონო საუბრის დროს უკრაინაში მიიწვია. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული ინტერნეტ-გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ ზელენსკის პრეს-მდივანზე სერგეი ნიკიფოროვზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ნიკიფოროვმა გამოცემასთან საუბარში აღნიშნა, ზელენსკი და ტრამპი განიხილავდნენ სად და როდის უნდა შედგეს ვიზიტი უკრაინაში, თუმცა „კონკრეტიკა ჯერ ნაადრევია“

„ორივე მხარის მიერ შეხვედრაზე პრინციპული თანხმობა გაიცა. განსჯის საგანს გარკვეული დროის მონაკვეთები წარმოადგენდა, თუ სად უნდა შედგეს შეხვედრა. თუმცა ამის შესახებ საუბარი ჯერ კიდევ ძალიან ადრეა. ამაზე უკვე გუნდები იმუშავებენ, ისინი შეათანხმებენ გრაფიკს, დეტალებს, თუ როდის იქნება ეს [შეხვედრა] შესაძლებელი“, – ციტირებს გამოცემა ნიკიფოროვს.

როგორც უკრაინის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა განაცხადა, ზელენსკიმ მოუწოდა ტრამპს არ დაუჯეროს რიგი ქვეყნების წარმომადგენლებს, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გამართლებას ცდილობენ. თავის მხრივ, ტრამპმაც მოუწოდა ზელენსკის არ დაუჯეროს ფეიკნიუსებს, რომ თითქოს მისი გამარჯვება რუსეთს ხელს აძლევს.

ზელენსკიმ და ტრამპმა პირველი სატელეფონო საუბარი პარასკევს გამართეს.

პოპულარული სიახლეები