მევიოლინე ლიანა ისაკაძე მახათას მთაზე, საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.
მანამდე მისი სამოქალაქო პანაშვიდი თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართა.
მუსიკოსი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.
დოსიე:
ლიანა ისაკაძემ 1970 წელს დაამთავრა პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის კონსერვატორია. 1970-1992 წლებში იყო მოსკოვის ფილარმონიის სოლისტი; 1995 წლამდე ხელმძღვანელობდა საქართველოს სახელმწიფო კამერულ ორკესტრს. 1992 წელს გერმანიაში დააარსა თავისი პედაგოგის, დავით ოისტრახის სახელობის მუსიკალური აკადემია.
ლიანა ისაკაძე თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული ხელოვანი იყო; ის ვუნდერკინდებს განეკუთვნებოდა, რადგან მევიოლინე სამი წლის ასაკში გახდა.
სხვადასხვა დროს მიღებული აქვს არაერთი ჯილდო.