მთავარისაზოგადოებაგაიცანით ათენში მოღვაწე ქართველი სტომატოლოგი მაკო მუმლაძე

გაიცანით ათენში მოღვაწე ქართველი სტომატოლოგი მაკო მუმლაძე

21-ე საუკუნეში ჯანსაღი კბილები და მომხიბვლელი ღიმილი უფრო და უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. წარმოუდგენელია, ადამიანი გამოიყურებოდეს ლამაზად და მას არ ჰქონდეს ჯანსაღი, მიმზიდველი ღიმილი.

ესთეტიკური პირის ღრუ და თეთრი კბილები ჯანმრთელობისა და წარმატების სიმბოლოდ აღიქმება და უმეტესწილად, სწორედ მასზეა დამოკიდებული პირველი შთაბეჭდილება, რომელსაც გაცნობისას თანამოსაუბრეებზე ვახდენთ, თუმცა კბილების სიჯანსაღეზე, რა თქმა უნდა, მხოლოდ სილამაზისთვის არ ვზრუნავთ – კარიესი და არასწორი თანკბილვა ჯანმრთელობის პრობლემებს იწვევს.

იმისათვის, რომ კბილებს მოვუაროთ ან სწორი მკურნალობა ჩავიტაროთ, საჭიროა პროფესიონალთან მოხვედრა, კონსულტაციის გავლა და შემდეგ უკვე საკუთარ თავზე ზრუნვა. სწორედ, ასეთი ქალბატონი გვინდა რომ გაგაცნოთ, რომელიც წლებია უკვე საბერძნეთში, კერძოდ კი ათენში მოღვაწეობს.

ქართველი სტომატოლოგი მაკო მუმლაძე ემიგრანტების და არამარტო მათი, საყვარელი ექიმია. ის საჭიროების შემთხვევაში, თავის პაციენტებს უფასო კონსულტაციებს უწევს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თანხის გადანაწილების საშუალებასაც აძლევს.

ამასთან, ქალბატონ მაკასთან მისული პაციენტი ნამდვილად კომფორტულად გრძნობს თავს, რადგან კლინიკაში მისული ადამიანი საოჯახო გარემოში ხვდება და მათზე პროფესიონალები ზრუნავენ.

რაც შეეხება პროცედურებს, ქალბატონ მაკოს სტომატოლოგური კლინიკა შემდეგ მომსახურეობას გთავაზობთ:

✔️თერაპია

✔️ქირურგია

✔️ორთოპედია

✔️ორთოდონტია

✔️მეტალოკერამიკის გვირგვინები, ცირკონის გვირგვინები.

კლინიკა მუშაობს ყოველდღე შაბათ – კვირის ჩათვლით.

ტელ. 6943070350, 2108322023

NEWS+ სულ მალე მაკო მუმლაძესთან შემოგთავაზებთ ინტერვიუს, სადაც ვისაუბრებთ ჯანსაღ კბილებზე, იქნება სასარგებლო რჩევები, როგორ მოვუაროთ სახლის პირობებში კბილებს, რა შემთხვევაში უნდა მივმართოდ სტომატოლოგს და რა ინტენსიობით, რა იწვევს ღრძილების ანთებას, როგორ გავუმკლავდეთ ამ და სხვა პრობლემებს, რომელიც ჯანმრთელობას, ლამაზ ღიმილს და პირის ღრუს ეხება.

პოპულარული სიახლეები