„საქართველოს რკინიგზა” მგზავრებს აფრთხილებს:
„ძვირფასო მგზავრებო, გაითვალისწინეთ, რომ 1-ლი ივლისიდან არაელექტრონული, ლამინირებული პირადობის მოწმობებით, მატარებლებით მგზავრობას ვეღარ შეძლებთ. გამგზავრების წინ, ელექტრონული პირადობის მოწმობები, ე.წ. ID ბარათები უნდა წარადგინოთ”,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, 2024 წლის 1 ივლისიდან უქმდება 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემული არაელექტრონული (ლამინირებული) პირადობის მოწმობები. 15 მარტიდან მიმდინარეობს პირადობის ელექტრონული მოწმობებით (ID ბარათი) უსასყიდლოდ ჩანაცვლების აქცია.
არაელექტრონული (ლამინირებული) პირადობის მოწმობის პირადობის ელექტრონული მოწმობით (ID ბარათით) უსასყიდლოდ ჩანაცვლებისთვის, მიმართეთ იუსტიციის სახლებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებსა და მობილურ იუსტიციის სახლებს.