ბიძინა ივანიშვილმა „კრისტის“ აუქციონზე შეიძინა იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი, რომელსაც ეროვნულ მუზეუმს გადასცემს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, გიორგი გრძელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„კიდევ ერთი ისტორიული ქველმოქმედება და საქვეყნო საქმე! ბიძინა ივანიშვილმა მილიონ ფუნტად შეიძინა „კრისტის“ აუქციონზე იოანე – ზოსიმეს ხელნაწერი სინას მთის კოლექციიდან (V-VII საუკუნეები) არამეულ და ქართულ ენებზე. უნიკალური ხელნაწერი საჩუქრად ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა!“, – წერს გიორგი გრძელიშვილი სოციალურ ქსელში.