მთავარისაზოგადოებაგარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს

მეტეოროლოგიური რადარის მონაცემებზე დაყრდნობით, დღეს, 10 ივნისს, უახლოეს საათებში დღის ბოლომდე ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის უმეტეს რაიონში, ასევე, თბილისში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო).

პოპულარული სიახლეები