რა თქმა უნდა, ყველას აქვს თავისი საქმე, მაგრამ ჩვენი სახელმწიფოს ინტერესები ბოლომდე იქნება დაცული, – პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი ვერ იქნება შედეგის მომტანი.
მისი თქმით, ვერავინ დაამტკიცებს იმას, რომ ეს კანონი არის ცუდი.
„ასეთ სარჩელს პერსპექტივა ვერ ექნება, შეუძლებელია სამართლებრივად დაამტკიცო ის, რომ გამჭვირვალობა არის ცუდი.
რა თქმა უნდა, ყველას აქვს თავისი საქმე, მაგრამ ჩვენი სახელმწიფოს ინტერესები ბოლომდე იქნება დაცული. პარლამენტი სათანადოდ დაიცავს სახელმწიფო ინტერესებს და წარადგენს ყველა არგუმენტს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არის გამჭვირვალობა კარგი ჩვენი ქვეყნისთვის. უბრალოდ, შეუძლებელია სამართლებრივად თუ არა სამართლებრივად იმის დამტკიცება, თუ რატომ არის „ენჯეოების“ გამჭვირვალობა ცუდი. ვერ წარმოადგენ ამასთან დაკავშირებით ვერავითარ არგუმენტს. აქედან გამომდინარე, ასეთ სარჩელს ვერ ექნება ვერავითარი პერსპექტივა“, – განაცხადა კობახიძემ.