ჰუსიტების სახელით ცნობილი მოძრაობა „ანსარ ალაჰი“ აცხადებს, რომ წითელ ზღვაში ამერიკულ ავიამზიდზე მიიტანა იერიში. ამის შესახებ მოძრაობის წარმომადგენელმა იაჰია სარიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ჰუსიტების ქვედანაყოფებმა ექვსი ოპერაცია ჩაატარეს.
„წითელი ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში რაკეტებისა და დრონების გამოყენებით იერიში მივიტანეთ ამერიკულ ავიამზიდ „დუაიტ ეიზენჰაუერზე“, – აღნიშნა იაჰია სარიამ.