მთავარიკულტურაქართველი გოგონა, რომელმაც ტიფანის მოდის კვირეულზე საკუთარი კოლექცია წარადგინა

ქართველი გოგონა, რომელმაც ტიფანის მოდის კვირეულზე საკუთარი კოლექცია წარადგინა

კანის კინო ფესტივალის ფარგლებში, მონაკოში, სასტუმრო ჰერმიტაში ჩატარდა „ტიფანის“ მოდის კვირეული, სადაც სპეციალური მიწვევით სამოდელო სააგენტო „კატრინმა“ და ბრენდმა „ანასტასია“ მიიღო მონაწილეობა.

ჩვენებაზე ბრენდმა „ანასტასიამ“ 15 ლუქი წარმოადგინა. როგორც ანასტასია ბაკურაძემ NEWS+ -ს განუცხადა ჩვენებაში მონაწილეობას ღებულობდნენ როგორც „კატრინის“ მოდელები, ასევე რუმინეთიდან, აფრიკიდან, სომხეთიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან მოწვეული მოდელები.

„წელს პირველად ნინი შერმადინმა გახსნა ტიფანის მოდის კვირეული და მაყურებელში დიდი მოწონება დაიმსახურა, ემოციებს იმ ხანგრძლივი აპლოდისმენტებით გამოხატავდნენ, რომელიც დარბაზში რამდენიმე წუთის განმავლობაში ისმოდა. საქართველოდან ჩემთან ერთად იყვნენ იოანა შერვაშიძე, ნუცა გრიგალაშვილი, მარიამ ზურაბიშვილი, ლუსი ოქროპირიძე, ლიკა ტერტერაშვილი და რა თქმა უნდა, „კატრინის“ დამფუძნებელი და დირექტორი ეკა მგალობლიშვილი“, – განაცხადა ანასტასია ბაკურაძემ.

ცნობისთვის, ქართული ბრენდი „ანასტასია“ რამდენიმე წლის წინ შეიქმნა და ის უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ბრენდს არაერთ ცნობილ საერთაშორისო კონკურსა თუ ფესტივალზე აქვს მონაწილეობა მიღებული. წელს კი პირველად ბრენდმა „ანასტასია“ თბილისის მოდის კვირეულზე ახალი კოლექცია წარადგინა.

ანასტასია ბაკურაძე სამოდელო სააგენტო ,,კატრინის ” წარმატებული მოდელია. მიღებული აქვს სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსებზე გრან პრი, ჯილდოები, ტიტულები და საპატიო გვირგვინები.

ნინი ლომსაძე, NEWS+

პოპულარული სიახლეები