ვეტო დაიძლევა, სანქციებს არ ველოდებით, -აცხადებს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი.
მისი თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ინიცირების ობიექტური საფუძვლები არ შეცვლილა.
„არაფერი შეცვლილა იმ ობიექტურ საფუძვლებში, რის გამოც ეს კანონი იყო ინიცირებული და მიღებული და არც არანაირი არგუმენტი არ არსებობს იმისთვის, რომ სხვაგვარი გადაწყვეტილება მიიღოს ვინმემ. შესაბამისად, ის, რაც არის საფუძველი, ადგილზეა. ველი ვალიდურია, სხვა არგუმენტი არ არსებობს იმისთვის, რომ სხვა გადაწყვეტილება მივიღოთ“. – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
კითხვაზე, ელოდება თუ არა სანქციებს, ბოჭორიშვილმა განაცხადა; „ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ახალი წესები თუ დამკვიდრდება მსოფლიოში ჩვენს ხარჯზე.