ჩვენი ოცნება არის საქართველოს გამთლიანება, გაერთიანება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩვენი მთავარი სურვილი, ოცნება არის რა თქმა უნდა, საქართველოს გამთლიანება, გაერთიანება. ჩვენი მთავარი სურვილია, რომ ყველას ჰქონდეს კეთილდღეობის ის ხარისხი, რასაც თითოეული ჩვენი მოქალაქე იმსახურებს და ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, რომ ამისთვის ვიზრუნოთ. ვიზრუნოთ, რომ ყველამ ერთად ვიცხოვროთ ერთიან, ძლიერ საქართველოში“,- განაცხადა პრემიერმა.