ქართული თეატრისა და კინოს გამორჩეული მსახიობი, გივი ბერიკაშვილი დღეს 91წლის გახდებოდა.
გივი ბერიკაშვილის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს მარჯანიშვილის თეატრი, რომლის სცენაზეც მსახიობმა მრავალი პერსონაჟი განასახიერა:
„გივი ბერიკაშვილი სწორედ იმ გენიალური არტისტების თაობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წარმომადგენელი იყო, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარეს და სახელი გაუთქვეს მარჯანიშვილის თეატრს.
დღეს გივი ბერიკაშვილის დაბადების დღეა“, – აღნიშნულია თეატრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.