Free Porn
xbporn
https://www.bangspankxxx.com
voguerre
southampton escorts
მთავარიპოლიტიკა83 მომხრე, 23 წინააღმდეგი - საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი...

83 მომხრე, 23 წინააღმდეგი – საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო

83 მომხრე, 23 წინააღმდეგი – საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო.

პლენარულ სხდომაზე კენჭისყრა ცოტა ხნის წინ დასრულდა.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ უკვე მეორედ ინიციირებული კანონპროექტი „გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა – 20%-ზე მეტი – უცხოეთიდან არის მიღებული.

პროექტის მიხედვით, ყველა, ვინც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. ამავდროულად, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ.

იქამდე, პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა ოპოზიციონერი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას მიერ წარდგენილ ალტერნატიულ კანონპროექტს.

პოპულარული სიახლეები