აშშ-ის საელჩო საქართველოში დედა ენის დღეს ქართველებს ულოცავს და განცხადებას ავრცლებს:
„ვულოცავთ ჩვენს ქართველ მეგობრებს დედა ენის დღეს! ჩვენ აღფრთოვანებულები ვართ ქართული ენის უნიკალურობითა და სილამაზით. თქვენთან ერთად აღვნიშნავთ მსოფლიოს ამ ერთ-ერთი უძველესი ენის დღეს, რომელიც ქართველებმა წინა და მომავალ თაობებს შემოუნახეთ“, – წერს აშშ-ის საელჩო საქართველოში.
14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება.