მთავარიპოლიტიკაირაკლი ღარიბაშვილი რობინ დანიგანს შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი რობინ დანიგანს შეხვდა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ რობინ დანიგანს შეხვდა.

„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავებას და ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერების მნიშვნელობას.

„ირაკლი ღარიბაშვილმა რობინ დანიგანს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი აშშ-ის მხარდაჭერისთვის, აგრეთვე, არაერთი მიმართულებით ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.

პარტიის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნის ევროატლანტიკური კურსი კონსტიტუციით არის განსაზღვრული და ეს კურსი შეუქცევადია.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე. ხაზი გაესვა მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას“, – ნათქვამია ოფიციალურ ინფორმაციაში.

პოპულარული სიახლეები