ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის (USGS) ცნობით, პარასკევს დილით ნიუ-იორკში 4.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს.
როგორც აშშ-ის გეოლოგიური სამსახური იუწყება, მიწისძვრის ეპიცენტრი ნიუ-ჯერსიში იყო.
ნიუ-იორკის გუბერნატორმა აღნიშნა, რომ ბიძგები იგრძნობოდა მთელ შტატში.
„ჩემი გუნდი აფასებს მიწისძვრის ზემოქმედებასა და ნებისმიერ ზიანს, რომელიც შეიძლება მომხდარიყო და ჩვენ საზოგადოებას ინფორმაციას მივაწვდით მთელი დღის განმავლობაში“, – აღნიშნა გუბერნატორმა.
ქალაქ ნიუ-იორკის სახანძრო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ამ დროისთვის ზიანის შესახებ ინფორმაცია არ მიუღია.