შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა დეპარტამენტის უფროსი ზვიად ზვიადაძე მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა. მან, თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან ერთად, არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო, ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა და ეროვნული გმირის საფლავი ყვავილებით შეამკო.
„დღეს არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეა. 41 წლის გახდებოდა. სამწუხაროდ, მის საფლავთან გვიწევს ამ დღის აღნიშვნა. მან თავისი გმირობით უკვდავყო არა მხოლოდ საკუთარი სახელი, არამედ მაგალითი მისცა მომავალ თაობებს სამშობლოს სიყვარულისა და თავდადების. საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს და მომავალშიც გააკეთებს იმისათვის, რათა მისი დაღვრილი სისხლი ფუჭი არ იყოს და ასევე, სათანადოდ დაისაჯონ ის ადამიანები, ვინც მისი სიცოცხლის ხელყოფაში მიიღო რაიმე სახით მონაწილეობდა. დამნაშავეები აუცილებლად წარდგებიან მართლმსაჯულების წინაშე“, – განაცხადა ზვიად ზვიადაძემ.
არჩილ ტატუნაშვილი, რომელიც საოკუპაციო რეჟიმის სისასტიკემ იმსხვერპლა, დღეს 41 წლის გახდებოდა.
ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის პრესსამსახური ავრცელებს.