Free Porn
xbporn
https://www.bangspankxxx.com
voguerre
southampton escorts
მთავარიპოლიტიკაილია დარჩიაშვილი ბრაზილიელ კოლეგას შეხვდა

ილია დარჩიაშვილი ბრაზილიელ კოლეგას შეხვდა

ბრაზილიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრ მაურო ვიეირას შეხვდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრები მიესალმნენ მრავალწლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრაზილიაში ვიზიტს, რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია მსოფლიოში მიმდინარე გლობალური პროცესებისა და ორი ქვეყნის მნიშვნელოვანი რეგიონული როლის გათვალისწინებით.

საგარეო უწყების ცნობითვე, ილია დარჩიაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ბრაზილიასთან პარტნიორობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც ორმხრივ, ისე რეგიონულ კონტექსტში.

„მინისტრები მიესალმნენ ორი ქვეყნის საგარეო უწყებათა შორის არსებულ ინტენსიურ პოლიტიკურ დიალოგს, ასევე მიმოიხილეს სხვადასხვა სექტორში თანამშრომლობის შესაძლებლობები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკურ მიმართულებას. აღინიშნა, რომ საქართველო დაინტერესებულია განავითაროს კავშირები ბრაზილიასთან, როგორც მსოფლიოს წამყვან ეკონომიკასთან, და მოახდინოს საკუთარი ეკონომიკური პოტენციალის სრულფასოვანი დემონსტრირება. ამ მხრივ საუბარი შეეხო საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი სატრანზიტო ფუნქციის მატარებელი ქვეყნის მნიშვნელობას და მისი ეკონომიკური განვითარების პოზიტიურ დინამიკას. მინისტრებმა განაცხადეს, რომ დაინტერესებულნი არიან ხელი შეუწყონ რეგულარულ კავშირებს ბიზნესწრეებს შორის და სავაჭრო მისიათა ვიზიტების გაცვლას.

ასევე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას. მხარეებმა მიმოიხილეს ევროპის რეგიონსა და მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები. ბრაზილიელმა კოლეგამ ხაზი გაუსვა ბრაზილიის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა.

აღინიშნა საქართველოს ტრადიციულად აქტიური თანამშრომლობა ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებთან და ოფიციალური თბილისის ჩართულობა სამხრეთ ამერიკის სხვადასხვა რეგიონულ ფორმატში. ასევე, ხაზი გაესვა საქართველოს აქტიურობას პორტუგალიურენოვანი ქვეყნების გაერთიანებაში, სადაც საქართველო ასოცირებული დამკვირვებლის სტატუსით იმყოფება.

დადებითად შეფასდა ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებული მაღალი დონის თანამშრომლობა ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურის სფეროებში, რაც ხელს უწყობს საქართველოსა და ბრაზილიაში ერთიმეორის შესახებ ცნობადობის გაზრდას და ამ ქვეყნების კულტურული თვითმყოფადობის პოპულარიზაციას. მინისტრები მიესალმნენ საქართველოსა და ბრაზილიას შორის არსებულ უვიზო რეჟიმს და კმაყოფილებით აღნიშნეს ბრაზილიიდან საქართველოში ტურისტად ჩამოსულ ვიზიტორთა ზრდის ტენდენცია.

მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორივე ქვეყნისთვის ტურიზმის ინდუსტრიის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე და გამოთქვეს მზადყოფნა ითანამშრომლონ ამ კუთხით შემდგომი თანამშრომლობისთვის.

ბრაზილიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მიიღო ილია დარჩიაშვილის მოწვევა წლის მეორე ნახევარში საქართველოს ეწვიოს“, – აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.

პოპულარული სიახლეები