საქართველოს ეროვნული გმირი, არჩილ ტატუნაშვილი, დღეს 41 წლის გახდებოდა.
ტატუნაშვილი შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა და საერთაშორისო მისიებში გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებას ემსახურებოდა.
არჩილ ტატუნაშვილი 2018 წელს ცხინვალის რეჟიმმა წამებით მოკლა.
ცნობითვის, არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, ოკუპირებული ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა.