მთავარიკულტურა„ბლექ სი არენაზე“ OneRepublic-ის, Scorpions-ის და Jungle-ის კონცერტები გაიმართება

„ბლექ სი არენაზე“ OneRepublic-ის, Scorpions-ის და Jungle-ის კონცერტები გაიმართება

საქართველოში OneRepublic-ის, Scorpions-ისა და Jungle-ის კონცერტები გაიმართება.

ბლექ სი არენაზე“ მათი კონცერტები შემდეგი განრიგით შედგება: OneRepublic – 10 მაისი; ​Scorpions – 31 მაისი, Jungle – 18 აგვისტო.

ღონისძიების ორგანიზატორის, „ბლექ სი არენის“ ინფორმაციით, ბილეთების გაყიდვა 29 მარტიდან BSA.ge-სა და TKT.ge-ზე ეტაპობრივად დაიწყება.

„Starring Georgia-ს 2024 წლის სეზონის ვარსკვლავური თარიღები უკვე ცნობილია. 2024 წლის თანავარსკვლავედის 3 ბენდი უკვე ცნობილია. 10 მაისს Starring Georgia-ს მუსიკალურ სეზონს შეკვეთილში ამერიკული პოპროკბენდი OneRepublic-ი გახსნის. ჯგუფის პირველი მნიშვნელოვანი წარმატება კომპოზიციას Apologize უკავშირდება, რომელმაც ბენდს გრემის პირველი ნომინაცია და სადებიუტო ალბომის გამოცემის მოტივაცია მისცა. ცალკე აღნიშვნას იმსახურებს ბენდის სოლისტი Ryan Tedder, რომელმაც სხვადასხვა თაობის საყვარელ ჰიტებზე ისეთ დიდ არტისტებთან იმუშავა, როგორებიც არიან: Beyoncé, Adele, Taylor Swift, Maroon 5, James Blunt და სხვა. Scorpions-ი, ლეგენდარული გერმანული ჰარდროკბენდი, რომელმაც Black Sea Arena-ს 10 000 მაყურებლიანი დარბაზი ერთხელ სრულად გაავსო, შეკვეთილს მეორედ 31 მაისს ესტუმრება. 18 აგვისტოს Brit Award-ის გამარჯვებული Jungle Black Sea Arena Front Stage-ზე წარდგება“, – ნათქვამია „ბლექ სი არენის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პოპულარული სიახლეები