საქართველოს მთავრობამ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების სრული შემადგენობა ღირსების ორდენზე წარადგინა, ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გუშინ განაცხადა.
„შალვა პაპუაშვილთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება და ჩვენი ბიჭები იქნებიან წარდგენილი ღირსების ორდენზე, თითოეული მათგანი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
26 მარტს საქართველოს ნაკრებმა ქვეყანას უდიდესი სიხარული მოუტანა, პენალტების სერიაში საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა და პირველად ქვეყნის ისტორიაში ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობის საგზური მიიღო.