თითებგადაჯვარედინებული ველოდები, ვულოცავ გუნდს, ყველას, ვინც გულშემატკივრობდა მათ – აცხადებს საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ისტორიული გამარჯვების შესახებ.
მისი თქმით, ამაყია საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის გამო.
„გულწრფელად ვულოცავ საქართველოსა და ყველა ქართველს გუშინდელი შესანიშნავი საფეხბურთო მატჩის გამო. ძალიან ემოციური იყო, მოხარული და ამაყი ვარ, რომ საქართველო მოხვდა ევროპის ჩემპიონატზე და თითებგადაჯვარედინებული ველოდები, ვულოცავ გუნდს, ყველას, ვინც გულშემატკივრობდა მათ“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა გუშინ , 26 მარტს საბერძნეთი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატში გადავიდა.