მთავარისაზოგადოებასაქართველო-საბერძნეთის მატჩის ყურებას გულშემატკივრები პირველი რესპუბლიკის მოედანზე დიდ ეკრანზე შეძლებენ

საქართველო-საბერძნეთის მატჩის ყურებას გულშემატკივრები პირველი რესპუბლიკის მოედანზე დიდ ეკრანზე შეძლებენ

გულშემატკივრებს, რომლებიც საქართველო-საბერძნეთის მატჩის ბილეთების ყიდვას ვერ შეძლებენ, მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზე შეეძლებათ – ინფორმაციაა თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, საღამოს 19:00 საათიდან, მოწყობილ სცენაზე გაჟღერდება ელექტრონული მუსიკა, ადგილზე მოქალაქეებისთვის სხვადასხვა გასართობი სივრცეები და კვების ობიექტები იქნება.

თამაშის ტრანსლირება ცენტრალურ და ორ დამატებით ეკრანზე 21:00 საათიდან დაიწყება.

გარდა ამისა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ღამის 02:00 საათამდე იმუშავებს, რათა „დინამო არენაზე“ და პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოსულ გულშემატკივარს სახლში დაბრუნების შესაძლებლობა ჰქონდეს.

დღეს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ მატჩს თბილისში, საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

პოპულარული სიახლეები