„25 მარტიდან, საქართველოში ტემპერატურა საგრძნობლად მოიმატებს“ – ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ მეტეოროლოგმა, დოდო გვაზავამ განუცხადა.
„25 მარტამდე, საქართველოში არამდგრადი ამინდები შენარჩუნდება, უმეტეს რაიონში იწვიმებს, ხოლო მაღალ მთაში მოთოვს.
25 მარტის შემდეგ კი, გამოიდარებს და მარტის ბოლომდე თბილი ამინდები იქნება. 25-დან თვის ბოლომდე 17 დან- 23 გრადუსამდე დათბება“, – გვითხრა დოდო გვაზავამ.