UFC-ის ჩემპიონი, ილია თოფურია საქართველოშია. ის სამშობლოში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მოწვევით ჩამოვიდა. ილია თოფურიას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უამრავი გულშემატკივარი დახვდა.
27 წლის მებრძოლი ქვეყანაში ერთი კვირის განმავლობაში დარჩება და რამდენიმე ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას. 21 მარტს თოფურია საქართველო-ლუქსემბურგის საფეხბურთო შეხვედრას დაესწრება და თამაშის დაწყებამდე 15 წუთით ადრე გულშემატკივრებს საჩემპიონო ქამარს წარუდგენს.
ილია თოფურია პირველი ქართველია, რომელიც UFC-ს ჩემპიონი გახდა. მან ქამრისთვის ბრძოლაში ავსტრალიელი ალექსანდერ ვოლკანოვსკი დაამარცხა.