გელათში სარეაბილიტაციო-საკონსერვაციო სამუშაოები დაიწყო. ტაძარში ქართველი და საერთაშორისო სპეციალისტების მორიგი ჯგუფი იმყოფება.
სპეციალისტებმა შიდა სივრცეში არსებული მდგომარეობის პირველად დასკვნაზე ისაუბრეს.
მათი თქმით, გამოვლინდა 21 კრიტიკული კერა, რომლის კონსერვაცია დღეიდან დაიწყება, პარალელურად მიმდინარეობს კედლის მხატვრობის სხვა დაზიანებული მონაკვეთების კვლევა.
სამუშო ჯგუფის წევრების განცხადებით, პროცესი წლის განმავლობაში უწყვეტად გაგრძელდება.