Free Porn
xbporn
https://www.bangspankxxx.com
voguerre
southampton escorts
მთავარიპოლიტიკაოთარ შამუგია ისლანდიელ კოლეგას შეხვდა

ოთარ შამუგია ისლანდიელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ისლანდიის რესპუბლიკის გარემოს, ენერგეტიკისა და კლიმატის მინისტრს, გუდლეიგურ თორ თორდარსონს შეხვდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა კლიმატის ცვლილების შედეგად არსებული გამოწვევების დაძლევის გზები და ამ მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

ქართულმა მხარემ ისლანდიის რესპუბლიკის დელეგაციის წევრებს საქართველოს კლიმატის ცვლილების 2030 წლის სტრატეგიისა და 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. აღინიშნა, რომ კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლის კუთხით ისლანდიის გამოცდილების გაზიარება საქართველოსთვის მნიშვნელოვანია.

„ისლანდიასთან ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება და გამოცდილების გაზიარება საქართველოსთვის ძალიან ღირებულია. კლიმატის ცვლილება მთელი მსოფლიოსთვის უდიდესი გამოწვევაა და მასთან გასამკლავებლად ქვეყნებს შორის აქტიური თანამშრომლობაა. ბოლო წლების განმავლობაში საქართველო აქტიურად მუშაობს გარემოსდაცვითი მიმართულებით რეფორმების განხორციელებაზე. გასულ წელს ჩვენმა ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო, რაც აღებული ვალდებულებების შესრულებისკენ კიდევ უფრო სწრაფი და ეფექტიანი ნაბიჯების გადადგმას გვავალდებულებს. მინდა, აღვნიშნო, რომ ყველა ძირითადი რეგულაციის მიღება ევროკავშირის რეკომენდაციების შესაბამისად ხდება და ამ პროცესში ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნების მხარდაჭერა საქართველოსთვის განსაკუთრებით ფასეულია“, – აღნიშნა ოთარ შამუგიამ.

ისლანდიის რესპუბლიკის გარემოს, ენერგეტიკისა და კლიმატის მინისტრმა, გუდლეიგურ თორ თორდარსონმა ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისლანდია მზად არის, გაუზიაროს გამოცდილება და მხარი დაუჭიროს საქართველოს გარემოსდაცვითი მიმართულებით არსებული გამოწვევების დაძლევაში.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი სამსახურების, ასევე ისლანდიის რესპუბლიკის სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პოპულარული სიახლეები