მთავარიკულტურათეა წულუკიანმა მარჯანიშვილის თეატრის დასს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი, გოგი მარგველაშვილი წარუდგინა

თეა წულუკიანმა მარჯანიშვილის თეატრის დასს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი, გოგი მარგველაშვილი წარუდგინა

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა, თეა წულუკიანმა სსიპ თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დასს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი გოგი მარგველაშვილი წარუდგინა.

მარჯანიშვილის თეატრში გამართულ შეხვედრას დასის წევრები, ადმინისტრაციისა და ტექნიკური სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გოგი მარგველაშვილი სსიპ თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად მომდევნო ოთხი წლით მიმდინარე წლის 5 მარტიდან დაინიშნა.

პოპულარული სიახლეები