ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატის წლევანდელ სეზონში მე-9 გოლი გაიტანა. სერია A-ს 27-ე ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ სტადიონზე „იუვენტუსი“ 2-1 დაამარცხა, 23 წლის ქართველმა ფეხბურთელმა კი ანგარიში 42-ე წუთზე ეფექტიანი დარტყმით გახსნა.
მატჩის დასრულების შემდეგ, კვარაცხელიამ თანაგუნდელებს შორის ათბალიანი სისტემით საუკეთესო შეფასება მიიღო. მომდევნო შეხვედრას „ნაპოლი“ პარასკევს, საკუთარ სტადიონზე, „ტორინოსთან“ გამართავს.