მთავარიმსოფლიოგერმანიაში ხანძრის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და 21 დაშავდა

გერმანიაში ხანძრის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და 21 დაშავდა

გერმანიაში, ჩრდილოეთი რაინ-ვესტფალიას მხარეში, ბედბურგ-ჰაუს მოხუცთა თავშესაფარში გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა – დაღუპულია 4 და დაშავებულია 21 ადამიანი, – ამის შესახებ Euronews-ი წერს.

საჭირო გახდა შენობიდან 50-მდე ადამიანის ევაკუაცია. ხანძრის ლიკვიდაცია მალევე შეძლეს, თუმცა მეხანძრე-მაშველები შემთხვევის ადგილზე რამდენიმე საათი მუშაობდნენ.

დაღუპულთა ვინაობა ჯერჯერობით არ საჯაროვდება. ხანძრის გამომწვევი მიზეზი გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

პოპულარული სიახლეები